Tuesday, May 11, 2010






1.პროექტის სახელი: ”ჩვენ დავმეგობრდით”
2.პროექტის მიზანი: ბავშვების დამეგობრება , ერთმანეთის ტრადიციების გაცნობა, ექსკურსიის მოწყობა, თანადგომა.
3. პროექტის სრული აღწრა: გორის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის ნათია ვანიშვილის ინიციატივით, რომელიც ამჟამად იმყოფება ქარელის რაიონის სოფელ გვერძინეთში ,დედათა მონასტერში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა გაუგზავნეს წერილები,საჩუქრები სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს , რომლებიც არიან ჩამოსახლებულები მაღალმთიან აჭარიდან. საპასუხოდ მათგან მიიღეს წერილები,რომლებშიც დიდ მადლობას უხდიან ბავშვებს, თანადგომისთვის და საჩუქრებისთვის. მე და ჩემს მოსწავლეებს სურვილი გვაქვს მოვაწყოთ ექსკურსია სოფელ გვერძინეთში , რათა უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთი ბავშვებმა და სურთ რომ ისინი მოიპატიჟონ ღონისძიებაზე :"მე ქალაქიდან, შენ ქალაქისკენ ", რომელიც ჩატარდება 10.06.2010.
4.მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4-5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წერილის წერა. ფერადი ქაღალდებისაგან ლამაზი ბარათების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება , შეიქმნას: წერილები, წერილების გასაგზავნი, ლამაზად გაფორმებული ბარათები.
8. სასარგებლო სხვებისთვის:
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქარელის რაიონი , სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები .
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული: წერენ წერილს მეგობრებს, ადრესატის მიხედვით(მაგ:წერილი მეგობარს) შეარჩევს საკომუნიკაციო ეტიკრტს(მისალმების,გამომშვიდობების, მოკითხვის, კეთილი სურვილების და ა. შ. აღმნიშვნელი ჩვეულებრივი და თავაზიანი ფორმები).
ხელოვნება:შერეული მასალითა და სხვადასხვა ტექნიკით ქმნიან ღია ბარათებს.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხუციშვილი
13 ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ninkhutsishvili@gmail.com